სტუდენტი უზბეკეთიდან - თმის გადანერგვის კურსი NewHair-ში
ტრენინგი
თმის აუტოტრანსპლანტაცია
პრაქტიკული პროგრამა ქირურგებისთვის: დონორის ზონის შეფასება, გრაფტების მოპოვება-იმპლანტაცია და NewHair-Standard ალგორითმი.
საკვალიფიკაციო პროგრამა სპეციალობაში: თმის აუტოტრანსპლანტაცია
კლინიკა „NewHair“-ს ექიმები 15 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებენ სასწავლო პროგრამებს. მათ მიერ მრავალი ექიმი და ექიმის ასისტენტი მომზადდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალობაში „თმის აუტოტრანსპლანტაცია“.
სასწავლო პროგრამა ძირითადად მიმართულია პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებაზე. პროგრამის ფარგლებში მსმენელები იღებენ თეორიულ ცოდნას, მუშაობენ საკონსულტაციო კაბინეტში, სიმულაციურ კლასში და საოპერაციოში.
სასწავლო პროგრამა
თეორია
14 ა/ს
საკონსულტაციო კაბინეტში მუშაობა
16 ა/ს
სწავლება სიმულაციურ კლასში
26 ა/ს
პრაქტიკული სწავლება საოპერაციოში
88 ა/ს
სულ
144 ა/ს
TSMU
სწავლების დასრულების შემდეგ მსმენელი მიიღებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დამოწმებულ ვალიდურ სერთიფიკატს.
კონტაქტილექციები
თმის ანატომია და ფიზიოლოგია. თმის ცვენის ტიპები (ანდროგენეტიკური, დიფუზური, ბუდობრივი, ნაწიბუროვანი), ეტიოპათოგენეზი და კლინიკური მიმდინარეობა.
რას წარმოადგენს თმის გადანერგვა? თმის აუტოტრანსპლანტაციის განვითარების ისტორია, ჩვენებები და უკუჩვენებები.
თმის გადანერგვის სხვადასხვა მეთოდები (FUT, FUE), უპირატესობები და ნაკლოვანებები.
თმის გადანერგვის არასტანდარტული ვარიანტები და თავისებურებები (გრძელი თმის გადანერგვა, თმის გადანერგვა ტანიდან, თმის გადანერგვა ნაწიბურებში დამწვრობისა და ტრავმის შემდეგ, წარბის, წამწამის, წვერისა და ულვაშის აღდგენა).
ანესთეზია თმის აუტოტრანსპლანტაციის დროს. კრიტიკული მდგომარეობები, პროფილაქტიკა და მკურნალობა.
თმის ტრანსპლანტაციის გართულებები, პრევენცია და მკურნალობა.
როგორ აღვჭურვოთ თმის გადანერგვის სპეციალიზირებული კლინიკა?
პრაქტიკული სწავლება
საკონსულტაციო კაბინეტში მუშაობა. პირველი კონტაქტი პაციენტთან, ანამნეზის შეკრება, პაციენტის გასინჯვა, თმის ცვენის ხარისხის და გადასანერგი გრაფტების რაოდენობის განსაზღვრა, სადონორო თმის შეფასება, თმის ზრდის წინა ხაზის დიზაინის შერჩევა და ოპერაციის დაგეგმვა.
გადასანერგი ფოლიკულების მოპოვება FUT (Strip) მეთოდით. სადონორო არის ჭრილობის დახურვის სხვადასხვა ვარიანტები, ტრიქოფიტური ნაკერი.
გადასანერგი ფოლიკულების მოპოვება FUE მეთოდით, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით (მოტორიზებული და მანუალური ტექნიკა).
FUE და FUT მეთოდების კომბინაცია.
გრაფტების პრეპარირება სტერეოსკოპული მიკროსკოპების გამოყენებით.
სარეციფიენტო არის მომზადება, თმის ზრდის დიზაინის შექმნა, მიკროხვრელების ფორმირება.
გრაფტების იმპლანტაცია სარეციფიენტო არეში სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით (პინცეტებით და იმპლანტერებით).
თმის გადანერგვის არასტანდარტული ვარიანტები (გრძელი თმის გადანერგვა, თმის გადანერგვა ტანიდან, თმის გადანერგვა ნაწიბურებში დამწვრობისა და ტრავმის შემდეგ, წარბის, წამწამის, წვერისა და ულვაშის აღდგენა).
პაციენტების მართვა პოსტოპერაციულ პერიოდში.
ვიდეო გალერეა
სტუდენტი უზბეკეთიდან - თმის გადანერგვის კურსი NewHair-ში
სტუდენტები - თმის გადანერგვის კურსი NewHair-ში
სტუდენტი რუსეთიდან - თმის გადანერგვის კურსი NewHair-ში
სტუდენტი აზერბაიჯანიდან - თმის გადანერგვის კურსი NewHair-ში
სტუდენტი რუსეთიდან - თმის გადანერგვის კურსი NewHair-ში
სტუდენტი უკრაინიდან - თმის გადანერგვის კურსი NewHair-ში
სტუდენტი რუსეთიდან - თმის გადანერგვის კურსი NewHair-ში
სტუდენტი რუსეთიდან - თმის გადანერგვის კურსი NewHair-ში
სტუდენტი რუსეთიდან Yulia Anglate, თმის გადანერგვის კურსი NewHair-ში
სტუდენტი ყაზახეთიდან, თმის გადანერგვის კურსი NewHair-ში
სტუდენტი რუსეთიდან Айрат Халирахманов, თმის გადანერგვის კურსი NewHair-ში
სტუდენტი რუსეთიდან Ekaterina Borisova, თმის გადანერგვის კურსი NewHair-ში
სტუდენტი რუსეთიდან, თმის გადანერგვის კურსი NewHair-ში
სტუდენტი პორტუგალიიდან Catarina Marques, თმის გადანერგვის კურსი NewHair-ში
თმის გადანერგვის კურსი NewHair-ში
კურსის სტუდენტი მანჩესტერიდან
უკრაინელი ექიმი სასწავლო კურსის შესახებ
დაიწყეთ დღეს — პირველი ნაბიჯი უფასოა
ჩაეწერეთ უფასო კონსულტაციაზე: ტრიქოლოგი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და შეადგენს ინდივიდუალურ გეგმას.